ძიუდო

17:17 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ქარდავას ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ქარდავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ქარდავამ საწყის ეტაპებზე ჩინელი და ირანელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც საბამ ჯერ ამერიკელ ალექს სემენენკოს სძლია, ხოლო მედლისთვის შეხვედრაში რუს არსენა კაჟაევს და მესამე ადგილი დაიკავა.

დღესვე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ თამაზ ბიგანაშვილი, თამაზ კობერიძე, გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი და ნინო პაპიძე.

დუშანბეში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველო თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც ლუკა ჯავახიშვილის (81 კგ) და საბა ქარდავას (+100 კგ) აქტივშია.

0.124448