ფეხბურთი

15:00 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსომ კავანიმ „ბოკა ხუნიორსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

37 წლის ფეხბურთელი არგენტინელ კლუბში 2026 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. კავანი „ბოკას“ 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 43 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

ურუგვაელი ფეხბურთელი მანამდე „დანუბიოს“, „პალერმოს“, „ნაპოლის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „მანჩესტერის“ და „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

0.115597