ფეხბურთი

12:55 | 5.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე "ჟირონას" ფეხბურთელიც გამოაკლდა

უკრაინის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. „ჟირონას“ ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი ბარძაყის დაზიანების გამო საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ციგანკოვმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც გაირკვა, ლაზარეთში დაახლოებით 5 კვირას გაატარებს. მას უკრაინის ნაკრებში 57 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

უკრაინის ნაკრებს ციგანკოვამდე ტრავმების გამო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოაკლდა - ტარას სტეპანენკო, ოლეკსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო და რუსლან მალინოვსკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება.

0.130633