თურქეთის პირველი ლიგის მერვე ტურში გურამ გიორბელიძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „ერზურუმსპორმა“ „ბოლუსპორს“ 1:0 აჯობა.
მე-11 წუთზე მუსტაფა იუმლუმ ახლო მანძილიდან გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რომელსაც შესანიშნავი პასი გიორბელიძემ გაუკეთა.
ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი ჩაატარა და ეს მისი პირველი შედეგიანი პასია. „ერზურუმსპორი“ 15 ქულით ამ დროისთვის ლიდერია და მომდევნო ტურში „პენდიკსპორს“ დაუპირისპირდება.