ფეხბურთი

23:57 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარასთან კონტრაქტზე ვისაუბრებთ, ჯერ სხვა რაღაცებზე ვართ კონცენტრირებული"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის საკითხზე მშვიდად ისაუბრებენ, მაგრამ ახლა საჩქარო არაფერია და სხვა რაღაცებზე მუშაობენ.

„კვარას სიტუაცია ძალიან ნათელია. კონტრაქტის ბოლომდე სამი წელია დარჩენილი, ვსაუბრობთ, მაგრამ სტრესი არ არსებობს, სხვა რაღაცებზე ვართ კონცენტრირებული. მას და მის აგენტს მშვიდად დაველაპარაკებით, აღელვების გარეშე“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, სეზონში 1.5 მილიონი ევროს ხელფასით. მას კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს.

0.114564