იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთა ლიგის უახლოესი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
„სკუადრა აძურაში“ ოთხი დებიუტანტი მიიწვიეს: „მონცას“ შემტევი დანიელ მალდინი, „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო პიზილი, „მილანის“ მცველი მატეო გაბია და „იუვენტუსის“ მეკარე მიკელე დი გრეგორიო.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებში მესამე მალდინი ითამაშებს, მას შემდეგ, რაც 61 წლის წინ „აძურიში“ ბოლოჯერ ჩეზარე მალდინიმ ითამაშა, ხოლო 22 წლის წინ - პაოლო მალდინიმ. დანიელი მოგეხსენებათ, პაოლოს ვაჟია. იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: მიკელე დი გრეგორიო (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი).
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ატალანტა), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი, ინგლისი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), მატეო გაბია (მილანი), კალებ ოკოლი (ლესტერი, ინგლისი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი, ინგლისი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ლორენცო პელეგრინი (რომა), ნიკოლო პიზილი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი)
თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), დანიელ მალდინი (მონცა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა)
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 10 ოქტომბერს ბელგიას, ხოლო 14 ოქტომბერს ისრაელს უმასპინძლებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერია.