ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბრაზილიელმა სპეციალისტმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში არ არის ტრავმირებული არმანდო ბროია და რეი მანაი, რომლებიც ვერც სექტემბერში დაეხმარნენ გუნდს. განაცხადშია კაპიტანი ბერათ ჯიმსიტი, რომელმაც გასულ თვეში გამოტოვა შეკრება დაზიანების გამო. „ატალანტას“ მცველს ახლაც ტრავმა აქვს, მაგრამ შეიძლება ის სერიოზული არ იყოს, ამიტომაც, ნაკრებში გამოიძახეს.
ალბანეთი ერთა ლიგაზე, ჩეხეთის და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადებას 7ოქტომბერს, შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:
მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკ, საბერძნეთი), ალენ შერი (კალიარი, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია)
მცველები: ელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარიო მიტაი (ლოკომოტივი, რუსეთი), ანდი ჰადროი (პარტიზანი), არდიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ბერათ ჯიმსიტი (ატალანტა, იტალია), არლინდ აჯეტი (ბოდრუმი, თურქეთი), ენეა მიჰაი (ფამალიკაო, პორტუგალია), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი, ესპანეთი)
ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე, იტალია), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), კრისტიან ასლანი (ინტერი, იტალია), ნედიმ ბაირამი (სასუოლო, იტალია), ქაზიმ ლაჩი (სპარტა ჩეხეთი), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში, თურქეთი), ადრიონ პაჯაზიტი (გორიცა, ხორვატია)
თავდამსხმელები: ტოლენ სეფერი (ვორსკლა, უკრაინა), არბერ ჰოჯა (დინამო ზაგრები, ხორვატია), მირლინდ დაკუ (რუბინი, რუსეთი), მირტო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), იასი ასანი (გვანჯუ, სამხრეთ კორეა)
ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში - საქართველოს. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს, ალბანეთს და ჩეხეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 0.