ფეხბურთი

1:22 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მორიგი ფიასკოსგან მაგუაირმა გადაარჩინა

ევროპა ლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა „პორტუსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

ერიკ ტენ ჰაგი გათავისუფლების ზღვარზეა და ახლა თითოეული მატჩი გადამწყვეტია. „წითელი ეშმაკები“ მეოცე წუთისთვის მარკუს რაშფორდის და რასმუს ჰოილუნის გოლებით 2:0-ს იგებდნენ... მაგრამ საბოლოოდ, მარცხს გადაურჩნენ. „პორტუმ“ პირველ ტაიმში გაათანაბრა, მეორე ტაიმის სტარტზე კი დაწინაურდა. 81-ე წუთზე ინგლისელებს ბრუნო ფერნანდეში გაუძევეს, რომელმაც ბოლო ხუთ დღეში მეორე წითელი ბარათი მიიღო. თითქოს „მანჩესტერს“ მარცხისგან ვერაფერი იხსნიდა, მაგრამ 91-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა თავური დარტყმით გაათანაბრა და - 3:3. სხვათა შორის, 78-ე წუთზე ტენ ჰაგმა ცენტრალური მცველები შეცვალა, დე ლიხტი და ლისანდრო მარტინესი, სამაგიეროდ თამაშში ჯონ ევანსი და მაგუაირი ჩართო, რომელმაც გადაარჩინა „მანჩესტერი“ მორიგი მარცხისგან. „იუნაიტედს“ ევროპა ლიგაზე მხოლოდ ორი ქულა აქვს ორი ტურის შემდეგ.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „რომას“ სენსაციური მარცხი შვედურ „ელფსბორგთან“ სტუმრად (0:1). სამაგიეროდ, „ლაციომ“ „ნიცა“ 4:1 გაანადგურა, „სოსიედადმა“ საკუთარ მოედანზე „ანდერლეხტთან“ განიცადა მარცხი (1:2).

დღესვე, კონფერენს ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ყველაზე გამოსარჩევი „ჩელსის“ გამარჯვებაა ბელგიურ „გენტთან“ – 4:2. ზოგადად, „ჩელსი“ კონფერენს ლიგაზე უპირობო ფავორიტია და ეს ტურნირი რომ ვერ მოიგოს, დიდი სენსაცია იქნება. აქვე ვთქვათ, რომ კონფერენს ლიგაზე გამარჯვება მოიპოვა სომხურმა „ნოამ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჩეხური „ბოლესლავი“ 2:0 დაამარცხა.

0.115295