ფეხბურთი

21:39 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ალექსანდერ-არნოლდის უფასოდ გადაბირება სურს

მადრიდის „რეალს“ „ლივერპულის“ ფეხბურთელის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის უფასოდ დამატება სურს.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, „სამეფო კლუბს“ უკვე ჰქონდა კონტაქტი ფეხბურთელის გარემოცვასთან, რათა ის ზაფხულში ტრანსფერზე დაითანხმონ. ინგლისელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად, მადრიდელებსაც იმედი აქვთ, რომ მას არ განაახლებს და ესპანეთში გადაიბირებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „რეალმა“ არაერთი ფეხბურთელი დაიმატა უფასოდ, მათ შორის, კილიან მბაპე და დავიდ ალაბა.

„ლივერპულთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს არნოლდის გარდა, მოჰამედ სალაჰსა და ვირჯილ ვან დეიკსაც ეწურებათ.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დღემდე 318 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

0.114275