ბერგამოს „ატალანტას“ და ალბანეთის ნაკრების მცველი ბერათ ჯიმსიტი დაშავებულია და შესაძლოა, საქართველოსთან მატჩი გაუცდეს.
ჯიმსიტიმ დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე „შახტართან“ მატჩში მიიღო, რომელშიც გოლიც გაიტანა. ჯერჯერობით, ტრავმის ზუსტი ხარისხი უცნობია, საქმე სერიოზულად არ არის, მაგრამ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს შეძლებს თუ არა, მოედანზე გასვლას.
აღსანიშნავია, რომ ჯიმსიტიმ ტრავმის გამო ერთი თვის წინ, ტირანაში, ალბანეთისა და საქართველოს პირველ მატჩშიც ვერ ითამაშა.
ბერათ ჯიმსიტი ალბანეთის ნაკრების კაპიტანია. საქართველო - ალბანეთის შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართება.