„ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში „ასტონ ვილასთან“ დამარცხებაზე ისაუბრა. შეხვედრა ბირმინგემში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
„წავაგეთ და მისგან უნდა ვისწავლოთ. მარცხი არ წყვეტს შეჯიბრის შედეგს, ამიტომ იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. როცა ბურთი გვაქვს, საშიშები ვართ, მაგრამ ისინი ძლიერები არიან, მათ წინააღმდეგ სტუმრად თამაში ადვილი არ არის“, - ციტირებს კომპანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ კომპანიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.