ფეხბურთი

0:35 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "პრესტონთან" განადგურდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მერვე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „პრესტონ სიტის“ ესტუმრა და 0:3 განადგურდა.

ტომ ქლევერელის გუნდმა ვერაფერი გაახერხა, მეორე ნახევარში სამჯერ გაუშვა და უქულოდ დარჩა. გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო. ქართველს მიმდინარე სეზონში ერთი გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ 8 ტურის შემდეგ 13 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 ოქტომბერს, „მიდლსბროს“ უმასპინძლებს.

0.118747