ფეხბურთი

16:15 | 2.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის გარეშე სანაკრებო პაუზაზე: "ლევანტეს" პრობლემა

ესპანურმა გამოცემა lasprovincias-მა გიორგი ქოჩორაშვილზე სტატია გამოაქვეყნა, კონკრეტულად კი იმაზე, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო საკლუბო მატჩების გამოტოვება უწევს, რაც „ლევანტესთვის“ პრობლემაა.

„ლევანტე“ ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან წინ 35 ტურია. სეზონის სტარტზე ვინც დიდი გავლენა მოახდინა თავისი თამაშით, გიორგი ქოჩორაშვილია. ნახევარმცველი რეგულარულად თამაშობს საქართველოს ნაკრებში და ევროპის ჩემპიონატზეც გაიბრწყინა, რის ხარჯზეც მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი კარგი შეთავაზება კლუბს არ მიუღია, რის გამოც მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს, რათა მომავალ ზაფხულს უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეძლონ. ის, რომ ეროვნული ნაკრების წევრია, გარკვეულწილად საზიანოა, რადგან ფიფას შესვენების დროს მეორე დივიზიონები არ წყდება, რის გამოც ქართველი როგორც წესი, რამდენიმე თამაშს ტოვებს.

ასე მოხდება მომდევნო კვირაში, როცა „ლევანტე“ სანტანდერში „რასინგს“ ესტუმრება, რადგან ქოჩორაშვილი ვილი სანიოლის განაცხადშია. მას სავარაუდოდ, ვისენტე იბორა შეცვლის, მაგრამ იქამდე, „ოვიედოსთან“ საშინაო შეხვედრაში ითამაშებს”, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ამას დავუმატოთ ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩში გატანილი ორი გოლი. „ლევანტე“ 14 ქულით ლიდერია ლა ლიგა 2-ში და 6 ოქტომბერს, „ოვიედოს“ შინ დაუპირისპირდება.

0.127176