ვეტერანი მონტენეგროელი ფეხბურთელი სტევან იოვეტიჩი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს.
34 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი ნიქოზიის „ომონიასთან“ გააფორმა, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იოვეტიჩი ბოლოს პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა.
მანამდე სტევანი „პარტიზანის“, „ფიორენტინას“, „მანჩესტერ სიტის“, „ინტერის“, „სევილიას“, „მონაკოს“ და „ჰერტას“ ღირსებას იცავდა, ხოლო მონტენეგროს ნაკრებში დღემდე 80 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი.
ნიქოზიის „ომონიამ“ ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა.