ფეხბურთი

20:02 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და "ტორპედოს" კიდევ უფრო ჩამორჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „დილამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ფრანსისკუ კაშტრუს გუნდი ფოთის „კოლხეთს“ ესტუმრა და 78-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 3 ქულა მაინც ვერ მოიპოვა.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. „დილა“ ჯერ ტაირელ ვაუტერმა დააწინაურა, რასაც შოთა შეყილაძის გოლი მოჰყვა და თითქოს, მატჩის ბედიც გადაწყდა. თუმცა, ფოთელები არ დანებდნენ და ქულა გადაარჩინეს. ეს დიდწილად კირილ კლიმოვის დამსახურებაა, რომელმაც 78-ე და 88-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და 2:2.

შედეგად, „ტორპედოს“ უპირატესობა გაიზარდა, რომელიც უახლოეს მდევრებს უკვე 5 ქულით უსწრებს. „დილა“ და „იბერია“ 52-52 ქულით მეორე მესამე ადგილებს იყოფენ. გორელები მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „გაგრას“ ესტუმრებიან. „კოლხეთი“ 29 ქულით მეშვიდეა და უახლოეს მატჩს „დინამო ბათუმთან“ გამართავს.

„კოლხეთი“ – „დილა“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვაუტერი (49), 0:2 შეყილაძე (67), 1:2 კლიმოვი (78), 2:2 კლიმოვი (88)

0.121311