„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა და ახლა საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა განმარტა, რატომ ვერ მოახერხებს „ლივერპული“ ამ სეზონში ლიგის ტიტულის მოგებას.
„როგორც ჩანს, „წითლებს“ კარგი სეზონი ექნებათ. ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან. მაგრამ, მართალი გითხრათ, არ ვგრძნობდი, რომ ინგლისის ჩემპიონს „ლივერპულსა“ და „ვულვერჰემპტონს“ შორის მატჩში ვხედავდი. „ლივერპული“ ბევრად უარესია ვიდრე „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ და არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის სიახლე იყოს“, - ციტირებს ნევილის სიტყვებს ბრიტანული Evening Standard.
დღეის მდგომარეობით, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ექვსი მატჩიდან 15 ქულით.