ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ გულშემატკივრებს ურჩია, რომ ფეხბურთელებს მხარი დაუჭირონ, სანამ ისინი „ნაპოლიში“ თამაშობენ, მაგრამ არ შეიყვარონ, რადგან ადრე თუ გვიან, ფეხბურთელები სხვა კლუბებში წავლენ.
„მაქვს განცდა, კვარაცხელიაზე კარგი შეთავაზება რომ იქნება, შეიძლება სხვა კლუბში წავიდეს. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და გულშემატკივრებს ვურჩევ, რომ „აძურის“ ფეხბურთელებს მხარი დაუჭირეთ, მაგრამ არ შეიყვაროთ ისინი, რადგან ფეხბურთი ასეთია, ფეხბურთელები მთელი კარიერის განმავლობაში ერთ გუნდში იშვიათად რჩებიან“, - თქვა აურიემამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.