ფეხბურთი

1:08 | 1.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარამ გოლის შემდეგ ისეთი რამ გააკეთა, რაც მხოლოდ საჩემპიონო სეზონში ხდებოდა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ალესიო დე ჯუზეპემ DAZN-ის ეთერში „ნაპოლიზე“ ისაუბრა.

როგორც მან ანტონიო კონტეს გუნდში ისეთი ატმოსფეროა, როგორიც საჩემპიონო სეზონში იყო. მაგალითად, მან ხვიჩა კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა მოიყვანა.

„კონტემ სტადიონზე ხალხი დააბრუნა, ბოლო სამ მატჩში სტადიონი სავსე იყო, "მონცასთანაც" კი. გარდა ამისა, სიმბოლურია, რომ ამ შეხვედრას სპალეტიც დაესწრო, რადგან ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც სპალეტის "ნაპოლიში" იყო. გარდა ამისა, კიდევ, რაც გვერდიდან ჩანს, ისაა, რომ მთელი გუნდი გაერთიანებულია, განსაკუთრებით სათადარიგო სკამზე, რაც საჩემპიონო სეზონში ხდებოდა. პოლიტანომ გოლი შვილს მიუძღვნა, მაგრამ შემდეგ სპინაცოლას. ეს არის ასპექტი, რომელიც სპალეტის დროს ხდებოდა, გუნდში ყველა ჩართული იყო. მაგალითად, კვარაცხელია გოლის შემდეგ ვის ჩაეხუტა? ერთ-ერთ მის უშუალო კონკურენტს, კერძოდ, ნგონგეს, რომელსაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია და კვარაცხელიამ გოლი მას მიუძღვნა“, - თქვა დე ჯუზეპემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

0.122329