Sky Sport-ის ჟურნალისტი მასიმო უგოლინი იტყობინება, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის კონტაქტი შედგა და ისინი სანაკრებო პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
წყაროს თანახმად, ეს შეხვედრა შეიძლება გადამწყვეტი იყოს კონტრაქტის გახანგრძლივებაში. ხელფასი წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კვარას ხელშეკრულების ამოწურვამდე 3 წელია დარჩენილი, იტალიურ კლუბს სურს, ეს საკითხი, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს, რათა გუნდის გასახდელში სიმშვიდე იყოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა და მისი ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევროა.