საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ ბიორნ იონსენის დუბლით მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა.
ნორვეგიელმა ფორვარდმა ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე ასევე პენალტით თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა. თუმცა, 61-ე წუთზე იონსენმა მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტორპედო“ 57 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „სამტრედიას“ ესტუმრება, ხოლო „თელავი“ 25 ქულით მეცხრეა და წინ „იბერიასთან“ შეხვედრა ელოდება.