უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
უკრაინელმა გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ ასევე დაასახელა სათადარიგო 8-კაციანი სია, თუ ვინმე გუნდს გამოაკლდება, მათგან რომელიმეს იხმობს.
უკრაინას უახლოესი მატჩი საქართველოს ნაკრებთან აქვს და შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ანდრეი ლუნინი (რეალი)
მცველები: ნიკოლაი მატვიენკო (შახტარი), ეფიმ კონოპლია (შახტარი), ვალერი ბონდარი (შახტარი), ალექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი), ბოგდან მიხაილიჩენკო (პლისიე), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მაქსიმ ტალოვეროვი (ლასკი)
ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო (დინამო კიევი), ვლადიმირ ბრაჟკო (დინამო კიევი), ვლადისლავ კაბაევი (დინამო კიევი), ალექსანდრ პიხალენოკი (დინამო კიევი), ტარას სტეპანენკო (შახტარი), გეორგი სუდაკოვი (შახტარი), დიმიტრი კრისკივი (შახტარი), ალექსანდრ ზუბკოვი (შახტარი), ალექსეი გუცულიაკი (პოლისიე), მიხაილ მუდრიკი (შახტარი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა)
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი)
სათადარიგო სია: დმიტრი რიზნიკი (შახტარი), ალექსანდრ სვატოკი (ოსტინი), ალექსანდრ მარტინიუკი (ალექსანდრია), ანდრეი იარმოლენკო (დინამო კიევი), ვიტალი ბუიალსკი (დინამო კიევი), არტიომ ბონდარენკო (შახტარი), დანილ სიკანი (შახტარი), ალექსანდრ ნაზარენკო (პოლისიე).
უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. რებროვის გუნდი 11 ოქტომბერს საქართველოს, ხოლო 3 დღის შემდეგ ჩეხეთს უმასპინძლებს.