ფეხბურთი

16:15 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: შეცვლისას კვარას რეაქცია მსაჯების მხრიდან დაუცველობასაც უკავშირდებოდა

Corriere Dello Sport-ი „მონცასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას გამოეხმაურა, რომელიც მას შეცვლის შემდეგ ჰქონდა.

როგორც გამოცემა წერს, ქართველის გაბრაზება არა მარტო შეცვლას, არამედ იმ უხეშობასაც უკავშირდებოდა, რომელსაც მის მიმართ „მონცას“ ფეხბურთელები იჩენდნენ.

„ხვიჩამ იმედგაცრუება ვერ დამალა, როცა კონტემ 75-ე წუთზე მაძოკით შეცვალა, ზედიზედ მეორედ. განერვიულებული იყო თამაშში მომხდარი ეპიზოდებითაც. კვარას ახალი ცხოვრება უფრო ლამაზი იქნებოდა, მსაჯები მას უფრო მეტად რომ იცავდნენ. კვარაცხელიას ხშირად მეურვეობდნენ ისე, რომელიც მოგვაგონებს 80-იანი წლების ფეხბურთს. ის ფეხბურთი აღარ არის, თუნდაც იმიტომ, რომ წესები შეიცვალა. ხშირია საუბარი ნიჭიერი ფეხბურთელების დაცვაზე, სერია A-ში კი, ძნელია მასზე უფრო ტალანტი ფეხბურთელის პოვნა“, - წერს Corriere Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ში ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში, 4 ოქტომბერს, „კომოს“ უმასპინძლებს.

0.119279