ფეხბურთი

14:30 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ დემბელესთან იჩხუბა და "არსენალთან" მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და უსმან დემბელეს შორის კონფლიქტია.

ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგი შემტევი ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალთან“ მატჩისთვის განაცხადშიც არ შეიყვანა. როგორც ფრანგული მედია წერს, მათ შორის კონფლიქტი „რენთან“ მატჩის შემდეგ მოხდა, რის გამოც ლუის ენრიკემ ფეხბურთელის დასჯა გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონი დემბელემ კარგად დაიწყო და ჩატარებულ შვიდ მატჩში თავი 4 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

0.115079