ფეხბურთი

12:45 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგაში "მანჩესტერს" ნოემბრამდე ვერ დაეხმარება

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი „ტოტენჰემთან“ მატჩში გააძევეს და პირდაპირ წითელი ბარათი პრემიერლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება. შესაბამისად, ბრუნოს „ასტონ ვილასთან“, „ბრენტფორდთან“ და „ვესტ ჰემთან“ მატჩები გაუცდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი წითელი ბარათია „მანჩესტერ იუნაიტედში“ 242-ე შეხვედრაში.

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერის“ მეოთხე კაპიტანია, რომელიც პრემიერლიგის მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ გააძევეს როი კინის (მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ 2001 წელს), ნემანია ვიდიჩის (2014 წელს ლივერპულის წინააღმდეგ) და უეინ რუნის შემდეგ (ვესტ ჰემის წინააღმდეგ 2014 წელს).

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონის „ტოტენჰემთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა.

0.112445