ფეხბურთი

23:53 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "გოგლიჩიძე ისე თამაშობს, თითქოს მრავალი წელია სერია A-შია"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „ფიორენტინასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ საბა გოგლიჩიძის შესახებაც ისაუბრა.

მან ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ ისე თამაშობს, თითქოს, მრავალი წელია სერია A-შია.

„ემპოლიმ“ თავის ისტორიაში უკვე აჩვენა, რომ ძალიან სჯერა ახალგაზრდული სექტორის მოთამაშეების, იტალიელების. როდესაც გუნდში მოვედი, გოგლიჩიძეს ვარჯიში უჭირდა. იმ მომენტიდან, როცა მას თამაშის შესაძლებლობა მივეცი, ისე თამაშობს, თითქოს, მრავალი წელია სერია A-შია. ეს მისი დამსახურებაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იტალიურად ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს, საფეხბურთო ენაზე ლაპარაკი შეუძლია, რაც მთავარია“, - აღნიშნა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში ტოსკანურმა კლუბმა ერთადერთი გოლი გაუშვა. „ემპოლი“ ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ოქტომბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

0.111733