ფეხბურთი

20:34 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა "გრანადაში" სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში „გრანადა“ „ბურგოსს“ ესტუმრა და დაუზავდა (2:2), ხოლო გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ესპანეთში სადებიუტოა.

წიტაიშვილმა ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა. ის მოედანზე 79-ე წუთზე იყო. „გრანადა“ ორჯერ იგებდა, მაგრამ მაინც ქულას დასჯერდა და ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრე.

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

„გრანადა“ 7 ქულით მე-16 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „მირანდესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.139549