ჩოგბურთი

16:15 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლე კაპტიფის ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, მუირონ ლე კაპტიფის ჩელენჯერის ძირითად ბადესთან ერთ ნაბიჯშია.

კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ჰამიშ სტიუარტი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზმა მეტოქის ძლევას ზუსტად ერთი საათი მოანდომა და მას ბრიტანელმა კონკურენცია მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.

ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 328-ე ადგილზეა, კვალიფიკაციის ფინალში კოტ დივუარელ ელიაკიმ კულიბალის 30 სექტემბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107599