ფეხბურთი

22:34 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

რუბენ ბარახას გუნდი სან-სებასტიანში „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ბასკებმა შანსი არ დაუტოვეს ვალენსიელებს. სამივე გოლი დაცვის უხეში შეცდომების კვალად გავიდა, სტუმართა უკანახაზელები დროულად ჩასვლას ვერ ასწრებდნენ საკუთარ საჯარინოში და გიორგი მამარდაშვილის პირისპირ ხშირად ორი-სამი მეტოქე რჩებოდა.

ქართველს არც ამჯერად დაუშვია შეცდომა. ორი კი ისეთი ბურთი მოიგერია, ის რომ არა, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.

ამ მარცხის შემდეგ „ვალენსიას“ კვლავ 5 ქულა აქვს და ცხრილში ბოლოდან მესამე, მე-18 ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-8 ტური. 28 სექტემბერი: ხეტაფე - ალავესი 2:0, რაიო ვალეკანო - ლეგანესი 1:1, სოსიედადი - ვალენსია 3:0, ოსასუნა - ბარსელონა მოგვიანებით გაიმართება

0.114149