იტალიური სერია A-ს მე-6 ტურის მატჩში, „იუვენტუსი“ „ჯენოას“ ეწვია და 0:3 მოუგო.
დუბლი მიითვალა ტურინელთა სერბმა შემტევმა დუშან ვლაჰოვიჩმა (ერთი გოლი პენალტით). ერთიც ბოლოსკენ პორტუგალიელმა ფრანსიშკუ კონსეისაუმ დაამატა.
ამ გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსი“ 12 ქულით სატურნირო ცხრილში მინიმუმ კვირამდე გალიდერდა. თუ ხვალ „ტორინომ“ და „ნაპოლიმ“ მოიგეს, „ბებერ ქალბატონს“ გადაუსწრებენ.