ფეხბურთი

10:26 | 28.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს" 100 მილიონ ევროდ „ლევერკუზენის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის შეძენა სურს

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირცი „ბაიერნის“ სამიზნე გახდა.

როგორც ჟურნალისტი მაქსიმილიან კოხი სოციალურ ქსელში წერს, მიუნხენელები ელოდებიან, რომ 2025 წლის ზაფხულში ფეხბურთელის ფასი 100 მილიონ ევრომდე დაეცემა იმ 150 მილიონის ნაცვლად, რომელსაც „ბაიერი“ ამჟამად ითხოვს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს ვირცი. აღსანიშნავია, რომ ფლორიანით მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული.

ვირცი „ბაიერის“ სისტემაშია 2020 წლის იანვრიდან. მისი კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის ზაფხულამდე. მიმდინარე სეზონში მან კლუბის შემადგენლობაში რვა მატჩში შვიდი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117428