ფეხბურთი

23:00 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" მოუგებელი სერია გორში შეწყვიტა, ეროვნულ ლიგაში "ტორპედო" გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რამაც ჩემპიონატში ერთპიროვნულად ქუთაისის „ტორპედო“ გაალიდერა.

გორის „დილამ“ „დინამო ბათუმთან“ საკუთარ მოედანზე წააგო, არადა, ბათუმელებს ამ თამაშამდე 9-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ, თუმცა, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა გორიდან 3 ქულა წაიღო, რამაც შეიძლება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბევრი რამ შეიძლება გადაწყვიტოს.

სამი გოლი გავიდა, სამივე მეორე ტაიმში: ბათუმელები დავით მუჯირის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ ონორე გომისმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნიკოლოზ მალის ავტოგოლმა მხოლოდ ანგარიში შეცვალა, შედეგზე გავლენა არ ჰქონია.

ამრიგად, ეროვნულ ლიგაში „ტორპედო“ 54 ქულით ლიდერია, გორის „დილას“ 51 ქულა აქვს, „იბერიაც“ იქვეა 49 ქულით, ხოლო „დინამო ბათუმი“ 39 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში „დილა“ „კოლხეთს“ ეთამაშება, ხოლო „დინამო ბათუმი“ – „სამტრედიას“.

„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მუჯირი (69), 0:2 გომისი (80), 1:2 მალი (90. ა.გ)

0.11463