„კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა გერჰარდ შტრუბერმა „კარლსრუესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან აღნიშნა, ბუდუს გოლის გასატანად ბევრი მომენტი არ სჭირდება და მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშონ.
„ის არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევებს ძალიან კარგად ასრულებს და საჯარიმოში ბევრნაირად მოქმედება შეუძლია. მას ბევრი საგოლე მომენტი არ სჭირდება გასატანად და კარის წინ ძლიერია. მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ და სივრცე არ მივცეთ. ის ამ დივიზიონში გადამწყვეტი ფეხბურთელია“, - თქვა შტრუბერმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირია. გარდა ამისა, მან გერმანიის თასზეც შეძლო ერთი გოლის გატანა. "კიოლნი" - "კარლსრუეს" მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.