„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ როდრის ტრავმის შესახებ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა, როდრისთვის სეზონი დასრულებულია და მისი შეცვლის გზა უნდა იპოვონ.
„დღეს დილით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, წინა ჯვარედინი მყესების და მენისკის. მომდევნო სეზონში აქ იქნება, მიმდინარე სეზონი კი დასრულებულია. ჩვენ მას გვერდში ვუდგავართ, ის შეუცვლელია, რასაც ის მოედანზე გვაძლევს, მის გარეშე არ გვაქვს, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა ერთად უნდა შეცვალოს. უნდა ვიპოვოთ გზა, რომ მის გარეშე ვითამაშოთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ როდრიმ ტრავმა ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.