ფეხბურთი

18:27 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ემპოლის" საუკეთესო ახალწვეული გოგლიჩიძეა, ის პოტენციური ჩემპიონია"

La Repubblica-ს ჟურნალისტმა ჯანმარკო ლოტიმ „ემპოლი“ – „ფიორენტინას“ მატჩის წინ Violanews-თან ისაუბრა, სადაც საბა გოგლიჩიძეზეც გააკეთა კომენტარი.

როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, გოგლიჩიძე „ემპოლის“ საუკეთესო შენაძენია.

„ემპოლიმ“ ცოტა ფული საუკეთესოდ გამოიყენა სატრანსფერო ბაზარზე. საუკეთესო შენაძენი გოგლიჩიძეა, მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში დაიმატეს. ის პოტენციურად ჩემპიონია“, - თქვა ლოტიმ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109528