ფეხბურთი

11:38 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რიკო მძიმე დაზიანების შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება

ესპანელი მეკარე სერხიო რიკო, რომელმაც ცხენზე ჯირითობის შედეგად უმძიმესი ტრავმა მიიღო და სიკვდილს გადაურჩა, ფეხბურთს უბრუნდება.

31 წლის ფეხბურთელი კარიერას „ალ-გარაფაში“ გააგრძელებს, რომელსაც კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

რიკო ბოლოს პსჟ-ს ღირსებას იცავდა, თუმცა ფეხბურთში მას წელიწადზე მეტი გაუცდა. მანამდე ესპანელი „სევილიას“ რიგებში ირჯებოდა.

0.112888