ფეხბურთი

0:55 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ევროპა ლიგა გამარჯვებით დაიწყო, მიქაუტაძე მხოლოდ 15 წუთი ათამაშეს

ევროპა ლიგის პირველ ტურში „ლიონმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა, რომელიც დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ფრანგებმა მეორე ტაიმში, 6-წუთიან ინტერვალში გატეხეს მეტოქე, როცა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში რაიან შერკიმ გახსნა, ხოლო შემდეგ საიდ ბენრაჰმამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. გიორგი მიქაუტაძე ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე გოლების შემდეგ, 75-ე წუთზე შევიდა.

„ლიონი“ ევროპა ლიგის მეორე ტურში 3 ოქტომბერს, „რეინჯერსს“ ესტუმრება, ხოლო უახლოეს მატჩს 29 სექტემბერს, „ტულუზთან“ გამართავს.

დღესვე, ევროპა ლიგაზე ითამაშა ლატვიურმა რფს-მა, რომელიც ბუქარესტის „სტიაუასთან“ 1:4 დამარცხდა. ლატვიელთა ორივე ქართველმა ითამაშა: ლაშა ოდიშარიამ 84-ე წუთამდე, ხოლო ლუკა სილაგაძე მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. რფს ევროპა ლიგის მეორე ტურში 3 ოქტომბერს, სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლებს.

0.11393