ფეხბურთი

17:25 | 26.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც თანახმა ვარ თუ ჟურნალისტებთან საუბარი არ მომიწევს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მზადაა ხელფასის 50%-ით შემცირებაზე, თუ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარი არ მოუწევს.

როგორც ჩანს, ესპანელისთვის მედიის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან დამღლელი პროცესია.

„თუ მომცემთ ფურცელს და მეტყვით, რომ პრესასთან საუბარი აღარ მომიწევს, მაგრამ ხელფასის 25%-ს ან 50%-ს ჩამომაჭრიან, ხელს მაშინვე მოვაწერ. მაგრამ ეს შეუძლებელი მგონია. განსაკუთრებით მიჭირს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციის ჩატარება, რადგან ენერგია არ მაქვს”, - აღნიშნა ესპანელმა.

0.114794