„ბარსელონას,“ ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ისაუბრა თანამედროვე საფეხბურთო კალენდრის სიმჭიდროვეზე, რაც აიძულებს ფეხბურთელებს მონაწილეობა მიიღონ უამრავ მატჩში.
„ისინი ძალიან ბევრ მატჩებს თამაშობენ. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს პირუტყვებივით ექცევიან. მოგეწონათ ეს ევრო წინა წლებთან შედარებით? საუკეთესო ფეხბურთელების უმეტესობა მოედანზე დაღლილად გამოიყურება, ვხედავ, რომ ბევრმა მათგანმა დაკარგა თამაშის ხალისი“, - თქვა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.
2024/2025 წლების სეზონში უეფა ჩემპიონთა ლიგას ახალ ფორმატში ატარებს, რომელიც ითვალისწინებს რვა მატჩს ჯგუფურ ეტაპზე თითოეული კლუბისთვის წინა ექვსის ნაცვლად და დამატებით ფლეი ოფ რაუნდს 16 გუნდისთვის.