ფეხბურთი

1:12 | 25.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის და საზონოვის "ემპოლი" იტალიის თასის მერვედფინალში გავიდა

იტალიის თასის 1/16-ფინალში საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ სტუმრად „ტორინო“ 2:1 დაამარცხა, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

საზონოვი მოგეხსენებათ, ტრავმირებულია და არ უთამაშია, ხოლო საბა გოგლიჩიძე სათადარიგო სკამზე იყო. ქართველის უთამაშებლობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ როტაციაა, სათასო მატჩში ძირითადი შემადგენლობის წევრები დაასვენეს.

„ემპოლი“ იტალიის თასის მერვედფინალში ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება, ხოლო სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩს 29 სექტემბერს, სწორედ „იების“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11184