ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ნევილი იდეით გამოვიდა, რომ ფეხბურთში პენალტების სერია არამარტო პლეი-ოფის მატჩებში, არამედ შიდა ჩემპიონატების შეხვედრებშიც იყოს.
როგორც მან თქვა, ფეხბურთი ასე უფრო საინტერესო და ემოციური გახდება:
„ჩემპიონატის მატჩების ბოლოს ფრის შემთხვევაში პენალტების სერიას შემოვიღებდი, რაც გუნდს დამატებით ქულის მოპოვების საშუალებას მისცემდა. ასე რომ, პენალტების მომგები გუნდი ორ ქულას მოიპოვებდა, ერთი ფრისთვის, ერთი პენალტებში გამარჯვებისთვის.
ეს წესი სტადიონზე მისული გულშემატკივრისთვის ფეხბურთს უფრო ემოციურს გახდის. გულშემატკივარი აუცილებლად ნახავს გამარჯვებულს, 0:0-ის ან 1:1-ის შემთხვევაშიც“, - თქვა ნევილმა.