„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ევერტონის“ ყოფილმა მეკარემ, ტიმ ჰოვარდმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი გაანადგურა.
ამერიკელის აზრით, ყველა ცდილობს გვარდიოლას მიბაძოს და გუნდები მის სტილში ათამაშონ, რაც შეუძლებელია:
„პეპ გვარდიოლამ ფეხბურთი ყველანაირად გაანადგურა. მან ყველას დააჯერა, რომ ნებისმიერს შეუძლია ლამაზი ფეხბურთის თამაში, რეალობა კი ისაა, რომ ყველა გუნდს არ აქვს ამის უნარი. ამ სტილით ეფექტურად თამაში მხოლოდ ორ-სამ გუნდს შეუძლია. ჩემი თაობა რომ გავიხსენო, ჩვენ ლურსმანივით ხისტი ფეხბურთელები ვიყავით და კონკურენცია შეგვეძლო, გვყავდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც მატჩებს მარტო იგებდნენ“, - თქვა ჰოვარდმა.