ფეხბურთი

15:56 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" 17 წლის ტალანტს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

ლონდონის "არსენალმა" 17 წლის ინგლისელ ცენტრალურ მცველ სტეფან ოკონორს პირველი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი "მეთოფეების" მაისურით 2017 წლამდე ითამაშებს.

ოკონორი, რომელიც კლუბის 21-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის წევრია, ფრანგი სპეციალისტის არსენ ვენგერის ერთ-ერთი ფავორიტი ახალგაზრდა მოთამაშეა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი მალე "არსენალის" მთავარ გუნდში დაიწყებს ვარჯიშს.

ლონდონური კლუბის აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "არსენალის" მაისურით 21-წლამდელთა პრემიერლიგაში 4 თამაში ჩაატარა, ხოლო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.13386