ფეხბურთი

19:35 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "3 თვის შემდეგ დაადგინეს, რომ პენალტი იყო, ახლა შემიძლია ჩემს თავს ევროპის ჩემპიონი ვუწოდო?"

ვეტერანი ფეხბურთელი ტონი კროოსი გამოეხმაურა უეფას დასკვნას, რომლის მიხედვით მათ აღიარეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გერმანია-ესპანეთის შეხვედრაში მსაჯების შეცდომა არდანიშნულ პენალტთან დაკავშირებით.

„სამი თქვე დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ ხელით თამაში იყო, თუმცა თითქმის ყველამ ეს ერთ წამში გაარკვია. ეს ძალიან დამამშვიდებელია ჩემთვის და ახლა შემიძლია ჩემს თავს ევროპის ჩემპიონი ვუწოდო, რადგან ოფიციალურად დაადასტურეს? არ მგონია“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანია-ესპანეთის მატჩის 106-ე წუთზე მარკ კუკურელიას ჯამალ მუსიალას დარტყმის შემდეგ კარისკენ მიმავალი ბურთი ხელზე მოხვდა. მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა და VAR-მა პენალტი არ დანიშნეს. უეფამ გუშინ აღიარა, რომ მსაჯები მაშინ შეცდნენ. საბოლოოდ, ის მატჩი ესპანეთმა 120-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო (2:1).

0.110916