ფეხბურთი

17:40 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკომ შესაძლოა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო ტრავმირებულია. ზუსტად უცნობია რა პერიოდს გამოტოვებს უკრაინელი მცველი, მაგრამ უახლოესი მატჩები გაუცდება.

როგორც „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თქვა, ზინჩენკო ერთ კვირაზე მეტ ხანს გამოტოვებს. ჯერჯერობით, უცნობია, იქნება თუ არა ის მზად საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის, რომელიც 11 ოქტომბერს, პოზნანში გაიმართება.

აქვე გეტყვით, უკრაინას საქართველოსთან შეხვედრაში „ჯენოას“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი დააკლდება, რომელმაც ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.

0.129802