GiveMeSport-ის ცნობით, „ევერტონის“ ახალი მფლობელი დენ ფრიდკინი მთავარი მწვრთნელის, შონ დაიჩის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ფრიდკინი ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელით, გარეთ საუთგეიტით დაინტერსედა და მას კლუბის „ამბიციურ ვარიანტად" მიიჩნევს.
ამერიკელი ბიზნესმენი „ევერტონის“ შესყიდვის გაფორმებას ელოდება, რომელიც მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ. მანამდე რაიმე ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს.
პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ მერსისაიდური კლუბი ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.
შგახსენებთ, რომ საუთგეიტი „სამი ლომის“ დამრიგებელი 2016-2024 წლებში გახლდათ და ევრო 2024-ის შემდეგ დატოვა პოსტი.