იტალიური „რომა“ დანიელე დე როსის გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე მწვრთნელს დაუკავშირდა - წერს Corriere dello Sport.
წყაროს ცნობით, საუბარია სტეფანო პიოლიზე, ჩავისა და ფრანჩესკო ფარიოლიზე. ყველამ უარი თქვა რომაელებთან თანამშრომლობაზე. შედეგად, „რომა“ "ტორინოს" ყოფილმა დამრიგებელმა, ივან იურიჩმა ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი მატჩი მოიგო „უდინეზესთან“ (3:0).
„რომა“ სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-10 ადგილზეა.