ფეხბურთი

0:52 | 24.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაის" ვიცე-პრეზიდენტი: "ოსიმენის შენარჩუნება მომდევნო სეზონებშიც გვინდა"

სტამბოლის „გალათასარაის“ ვიცე-პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰატიპოღლუმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი კლუბს ზამთარში არ დატოვებს და მის შენარჩუნებას მომდევნო სეზონშიც აპირებენ.

„არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ოსიმენმა გუნდი იანვარში დატოვოს. მეტიც, ჩვენ გეგმავს ვადგენთ, რომ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ითამაშოს. ოსიმენი ივნისამდე ნამდვილად „გალათასარაის“ ფეხბურთელი იქნება. ამ თემის განხილვა მხოლოდ მედიისგან ყურადღების მიქცევას ემსახურება. ფეხბურთელი ყველა მატჩში აჩვენებს, თუ რამდენად მიჯაჭვულია „გალათასარაისთან“. ხალხი იქ თამაშობს, სადაც ბედნიერები არიან. მას ჩვენთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ძალიან ბედნიერია „გალათასარაიში“ ყოფნით. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინარჩუნოთ მომდევნო სეზონებშიც. აზრი არ აქვს იმაზე მსჯელობას, წავა თუ არა ის იანვარში“, - თქვა ჰატიპოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაიში“ ჯერჯერობით ორი მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

0.122884