ფეხბურთი

23:00 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში: "დინამო ბათუმი" და "დინამო თბილისი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური „დინამო ბათუმის“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გოლები ახალწვეულებმა გაიტანეს: ანგარიში 28-ე წუთზე მარიო ბალბურდიამ გახსნა და ბათუმელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ 81-ე წუთზე სოლომონ კვირკველიამ გაათანაბრა. ეს გამოცდილი მცველისთვის პირველი გოლია საქართველოს ჩემპიონატში.

„დინამო ბათუმი“ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისს“ 28 ქულა აქვს და წინ ფოთის „კოლხეთთან“ თამაში აქვს.

0.116178