ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ნუ მკითხავთ ტროსარის გაძევებაზე, იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ კომენტარი არ სჭირდება. განცდა მაქვს, რომ პრემიერლიგის მომდევნო 100 მატჩს 10-11-ის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჩემმა გუნდმა აჩვენა ხასიათი და მენტალიტეტი იმ გუნდთან, რომელიც ძალიან ძლიერია. ვიცით, რომ აქ თამაში რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ 10 ფეხბურთელით 56 წუთის განმავლობაში თამაშზე. სამწუხაროა, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „არსენალის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, პეპ გვარდიოლას გუნდმა გათანაბრება კომპენსირებულ ბოლო წუთზე მოახერხა.