ფეხბურთი

10:28 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ბროკი: "ჩვენთვის სასიამოვნო ვეტერანების თამაშის სანახავად ამდენი ხალხი რომ მოდის"

ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ბროკიმ საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თბილისი და სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ძალიან მოეწონა:

„შესანიშნავი თამაში იყო, რადგან ბევრი წლით უკან დავბრუნდით. ეს არის ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება, ასევე, ხალხთან ერთად ზეიმის საშუალებაა. ძალიან სასიამოვნო იყო დღეს საღამოს სტადიონზე ამდენი ხალხის ნახვა. რთულია თქმა, ვინ იყო საუკეთესო. ყველა დაიხარჯა და ესაა კარგი. წაგება არავის გვინდოდა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამოვრჩით და ნებისმიერ ფასად გვინდოდა ანგარიშის გათანაბრება, რაც მოვახერხეთ. აპლოდისმენტები ჩემს თანაგუნდელებს და ასევე, მეტოქეს. ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე, რადგან მართლა ულამაზესი ქალაქია. სტადიონზეც ლამაზი ატმოსფერო იყო, რადგან ყოფილი ფეხბურთელების სანახავად ამდენი ხალხი რომ მოდის, ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა“, - თქვა ბროკიმ.

ლეგენდების მატჩი "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. იტალიურმა გრანდმა თამაში პენალტებია სერიაში მოიგო. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და დავით სირაძემ მიითვალეს, ხოლო მეტოქეთა გუნდიდან თავი მარკო ბორიელომ და კლარენს ზეედორფმა გამოიჩინეს.

0.115416